წამები წუთებს შეჰყინვიან
Tuesday, November 5, 2013
...
გული გონებას უცდის
გრძნობები ჩრდილში დაგნან
მარტის დღეები მიდის
ოცნება სადღაც გაქრა ...
რეალობის სხივი გაჩნდა
ბედის მაშველი არ ჩანს
უბის წიგნაკიც დამრჩა
მეწერება და რა ვქნა?
მერხზე წავაწერ განცდას
სიტყვები უბრალოდ გაცვდა
ოცდაერთის ვარ ახლა
გონება ორმოცს აცდა,
შემაკრთო მარტის დარმა
ვიყინები და მზარავს
ვუცქერ ჩამოშლილ მთაბარს
კუთხის კაფეში ვჩნვარ...
ცაზე ღრუბლები გაჩნდა
იწვიმებს ახლა მაგრად,
ქარი მოიტანს წვეთებს
მინას დაატყობს ლაქას,
ქუჩაში ბავშვი მირბის
თამაშით გუბეს აპობს
თავის სიანცით ხარობს...
თვალს მიეფარა ისიც
ისევ მე დავრჩი მარტო
ჩაის ორთქლიღა მათბობს !
Subscribe to:
Posts (Atom)